რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არასანდო საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს და ასევე ზღუდავს იმ მასალებზე ხელმისაწვდომობას, რომელიც სახელმწიფოს მიმართ ღია უპატივცემულობას გამოხატავს.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, “შეიზღუდება წვდომა იმ მასალებზე, რომლებშიც გამოვლინდება შეუფერებელ ფორმებში საზოგადოების, ხელისუფლების, სახელმწიფოს ოფიციალური სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლების ორგანოების აშკარა უპატივცემულობა”. კომიტეტი კანონპროექტს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.
უსაფრთხოების კომიტეტის პირველი მოადგილის განცხადებით, გასარკვევია წასაშლელი ინფორმაციის წრე, თუმცა შესაბამისი მექანიზმი უკვე შემუშავებულია.