ვალების ჩამოწერა რამდენი დაუჯდა ქართუბანკს? რატომ მალავენ? იმდენი ხომ არა, რამდენსაც ჩვენ ვამბობდით, ანუ კაპიკები?
მართლა დიდი ხნის წინათ ჩამოწერილი სესხების სია ხომ არ იყიდა ”ქართუმ” ბანკებიდან და ვალების ”ჩამოწერა” მხოლოდ საარჩევნო მოსყიდვა და მცირეოდენი ფულის ხარჯვა იყო? დაახლოებით იმდენი, რეკლამაში რომ დახარჯავდა პარტია?
იმედია, მალე გავიგებთ პასუხს.
ცნობისათვის-შავი სია ისევ არსებობს და იგი არ ქრება, იცვლება მხოლოდ ჩანაწერი-”ჰქონდა და არა აქვს ვალი, ურჩი გადამხდელი იყო და სხვამ დაუფარა”, ნაცვლად იმისა- ”აქვს ვადაგადაცილებული დავალიანება”.
თუ ვინმეს ჰქონდა შანსი დაეფარა ვალი და სიიდან ამოწერილიყო როგორც პატიოსანი გადამხდელი, ახლა სამუდამოდ მიეკერება იარლიყი: ”ვალების პატიების აქციაში მონაწილე”.
თუ როგორ შეხედავენ ბანკები ამას სესხის გაცემისას, კარგად ხვდებით ალბათ. არა და, ყველა მარტივად მიიღებს სესხებსო ახალი წლიდან?
ასე დამთავრდა კიდევ ერთი ქართული ამბავი.
იტვირთბა....