მსახიობ რეზი ნასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ბრალი ექიმის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებაში ედება.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გამართულ პროცესზე ნასიძის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ მსახიობი კვლავ პნევმონიის დიაგნოზით განაგრძობს მკურნალობას.
რეზო ნასიძისა და ექიმის ჩხუბის ექსკლუზიური კადრები საავადმყოფოდან (ვიდეო)