aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„თიბისი ბანკის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს 5.38%-ით გაიაფდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„თიბისი ბანკის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს 5.38%-ით გაიაფდა. თუ ვაჭრობის დაწყებისას ერთი ფასიანი ქაღალდი 15 გირვანქა სტერლინგი ღირდა, დღის ბოლოს ეს მაჩვენებელი 14.08 გირვანქა სტერლინგამდე შემცირდა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

ამასთან, დღის ბოლოსკენ გაიზარდა ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა.

შეგახსენებთ, რომ  გენერალური პროკურატურა TBC ბანკის დოკუმენტებს სწავლობს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკის“ აქტივობებში ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები იკვეთებოდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კი ბანკმა განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....