წუხელ ვეძისში რამდენიმე ავტომანქანა გაძარცვეს და დააზიანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გაძარცვულია 15 მანქანა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავტომანქანების რიცხვს ვერ დაადასტურებენ, თუმცა ეს 15-ზე ნაკლებია.
როგორც უწყებაში “მეტრონომს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე და 178-ე მუხლებით, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.