დღეს, შავი ზღვის სანაპიროზე 4-დან 5 ბალამდე შტორმი დაფიქსირდა. როგორც სინოპტიკოსებმა განაცხადეს, შავ ზღვაში საშტორმო მდგომარეობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება. მათივე ინფორმაციით, ხვალ აჭარაში გამოიდარებს.
ამ დროისათვის ბათუმში წვიმს, ხოლო მაღალმთიან რაიონებში თოვს.