“TBC ბანკზე ინფორმაციის “გაჟონვა” არის უპასუხისმგებლობის ძალიან აშკარა ნიმუში. ვინც ამას აკეთებს, ან არ ესმის რას ეთამაშება, ან მიზანმიმართულად უქმნის საფრთხეს ფინანსური სისტემის სტაბილურობას.
შინაარსობრივად, აქ რომც იყოს რაიმე პრობლემა, ეს არ ეხება ბანკს და უფრო პერსონალურ ხასიათს ატარებს”, – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურა TBC ბანკის დოკუმენტებს სწავლობს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით კი ბანკმა განცხადება გაავრცელა.

