სამტრედიაში, „ელიტ-ელექტრონიქსის” მაღაზიაში ლიფტი ჩავარდა. დაშავებულია ერთი ადამიანი – 21 წლის კაცი.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში. საქმეზე გამოძება 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

