aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ისრაელში ქართველი ემიგრანტი მოკლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართველი ემიგრანტი მიშიკო სულაძე ისრაელში მოკლეს – ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ემიგრანტების იმედის” დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც სიხარულიძე წერს, გარდაცვლილი ისრაელში მამამ იპოვა. “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას ემიგრანტი შვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ასევე ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. (მამამ ისრაელში მოკლული იპოვა დამატებით დეტალებს მოგაწვდით ოდნავ მოგვიანებით”, – წერს შოთო სიხარულიძე.

როგორც გარდაცვლილის დედამ განაცხადა, ეუბნებიან, რომ მისი შვილი ემიგრანტმა ქალმა მოკლა.

“ჩემი შვილი 9 წელი ისრაელის მოქალაქე იყო. 4 იანვარს შუადღისას ჩვენთან მოვიდა პოლიცია და ჩემს მეუღლეს და ქალიშვილს შეატყობინეს, რომ ჩემი შვილი სამსახურში არ გამოცხადდა და ეძებდნენ. ჩემი შვილი ცხოვრობდა ბათ-იამში, თელ-ავივის რაიონში. მივიდნენ მასთან სახლში, შეამტვრიეს კარები და ყელში დანა დარტყმული დახვდათ. გამოძიება მიმდინარეობს, მე ბევრი არაფერი ვიცი, მეუბნებიან ემიგრანტმა ქალმა მოკლაო, ქართველმა”, – განაცხადა წიკლაურმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

იტვირთბა....