“აუდიტორია#155-ის” წევრი, ირაკლი კუპრაძე სტუდენტურ გაერთიანებას ტოვებს. ამის შესახებ კუპრაძე სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
“ვტოვებ აუდიტორია #115-ს. უზომოდ ვამაყობ ამ მოძრაობით და მასში შეტანილი წვლილით. 115 მუდმივად დარჩება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საქმედ, რამდენ ხანსაც არ უნდა ვიცხოვრო და რაც არ უნდა გავაკეთო. ვამაყობ ყველა ბრძოლით და კარგი საქმით. სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა დაშვებულ შეცდომაზე, რაც კი გვქონია და ამ შეცდომებითაც კი ვამაყობ. ბოდიში იმ ადამიანებს, ვისაც რაღაცაში იმედი გავუცრუე და იმდენი ვერ შევძელი, რამდენიც საჭირო იყო გამარჯვებისთვის! Viva el Socialismo ✊”, – წერს კუპრაძე.