“იწყება რეპრესიები მსხვილი ბიზნესის წინააღმდეგ. პირდაპირ ვთქვათ, აქ მოყოლილ ფაქტებს თუ საქმედ შეკერავს პროკურატურა (და ფაქტია, რომ ამის ყველა ნიშანი სახეზეა), ყველა აქ მოხსენიებული პირი, თიბისი ბანკის მაღალჩინოსნები და ბიზნესმენი ავთო წერეთელი, თაღლითობის, მითვისების და/ან ფულის გათეთრების სქემის მონაწილედ გამოცხადდებიან და, დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, წინასწარ პატიმრობაში აღმოჩნდებიან. გაგრძელება მარტივი წარმოსადგენია თადუმაძის პროკურატურაში და მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში.
სერიოზულად საგანგაშო ვითარებაა და რუსული სქემით (იუკოსის, მაგალითად) მსხვილი ბიზნესის ახევის სუნი ასდის! ივანიშვილის მხედრიონიზირებული ავტოკრატია ტოტალიტარული ტერორის ნიშნებს იძენს!”
ნიკა გვარამია