ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოთის მერია ვეტერანებისა და სოციალურად დაუცველების ოჯახებისთვის 120 კუბოს შეისყიდის

ფოთის მერია სპეციალური პროგრამის ფარგლებში, ტენდერის მეშვეობით, 120 კუბოს შეისყიდის. როგორც “მეტრონომს” ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურად დაცვის სამსახურის უფროსმა მაია მაკალათიამ განუცხადა, კუბოები ვეტერანებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვისა და მარტოხელებისთვისაა განკუთვნილი.

“ტენდერის საშუალებით ხორციელდება შესყიდვა. წლების განმავლობაში ასე იყო, რომ 109,120, 125 სასახლის შესყიდვა ხორციელდებოდა. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლის მიზანია, რომ სოციალურად დაუცველების, მარტოხელების, ვეტერანების გარდაცვალების შემდეგ მათ ოჯახებს ჩასასვენებელი ჭურჭლით ვეხმარებით. ვეტერანებისთვის ასევე გვაქვს 300-ლარიანი დახმარება”,- აცხადებს მაკალათია.

“მეტრონომი” ასევე დაინტერესედა თუ რითი ეხმარებიან ამ ადამიანებს სიცოცხლეში.

“ჩვეულებრივ ვეტერანებისთვის დახმარება გვაქვს, მარტოხელა დედებისთვის დახმარება გვაქვს. სოციალურად დაუცველები სპეციალურ პროგრამაში არიან ჩართულები. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს უფასო სასადილო. გვაქვს შინ მოვლის პროგრამაც, სადაც ექიმი და ექთანი ემსახურება პირს. რაც შეეხება უფასო სასადილოში კვებას. როდესაც ჩემს დაქვემდებარებაში იყო, ერთი ადამიანის კვება 2.85 ლარი ჯდებოდა, ხოლო ახლა შექმნილია აიპი. საკვები დაახლოებით იგივეა, დამატებულია რამდენიმე ინგრედიენტი”, – განაცხადა მაკალათიამ.

იტვირთბა....