ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში 9 თვის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

გორის რაიონ სოფელ ბერბუკში 9 თვის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი ბებიამ იპოვა. გარდაცვლილის დედა საავადმყოფოში წევს და მას ბებია უვლიდა.

9 თვის ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბავშვის დეიდა ირინა შიუკაშვილი გრიპის გართულებას ასახელებს. ირინა შიუკაშვილი ყვება, რომ გოგონა ინფექციური დაავადებით (წითელა) და პნევმონიით ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ბავშვი საავადმყოფოდან 30 დეკემბერს გაწერეს. გარდაცვლილი ბავშვის დეიდა ყვება, რომ მაღალი ტემპერატურის გამო, ბავშვი გორის დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაშიც“ მიიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვის დედა გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ ვირუსის გართულებული ფორმით მკურნალობას გადიოდა. ის სტაციონარიდან დღეს, შვილის გარდაცვალების შემდეგ გაწერეს. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

იტვირთბა....