ბათუმის ინფექციური საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა.
“აჭარის ტელევიზიის” ცნობით, დღეიდან მნახველების შესვლა ტერიტორიაზე შეიზღუდა.
ინფექციურში შეიცვალა მუშაობის გრაფიკიც და დღე-ღამის ცვლას ექიმების რაოდენობა დაემატა.
“გრაფიკი შეცვლილია, 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ სხვა დროსაც, თუმცა დაემატა ცვლის ექიმი და ერთის ნაცვლად ორი ექიმი მორიგეობს ამ პერიოდში. ძალიან გაზრდილია ამბულატორიულ კომპონენტში მომართვიანობა, დღის განმავლობაში ყოფილა 90 პაციენტი და მეტიც. კარანტინის მოხსნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, როცა გრიპი უკან დაიხევს” – აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი.
საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში გრიპის ვირუსით 26 ადამიანი მკურნალობს, აქედან 7 ბავშვი და სამი ფეხმძიმე ქალი.