მთავარი პოლიტიკა

“ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით 2012 წელს”: სოფო ხორგუანი შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი აპრილში დანიშნულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც მთაწმინდის ოლქში უნდა გაიმართოს, კენჭისყრას აპირებს.

“28 ოქტომბერს აღმოვაჩინე რეალობა, რომ ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით 2012 წელს. ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომელთაც უნდა შეეცვალათ ვითარება ამ ქვეყანაში, ვერ გაართვეს თავი ისე, როგორც ამომრჩეველი ელოდებოდა. ნიჰილიზმის განცდა ძალიან დამთრგუნველია. ვფიქრობ, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით შევძლებ, ხელისუფლება უფრო მეტად ავამუშავო“, განაცხადა ხორგუანმა და დასძინა, რომ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით აპირებს და ჯერ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ჰქონია კონსულტაცია”. – აცხადებს ხორგუანი.

 

იტვირთბა....