“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის” დირექტორის ზვიად ტომარაძის სტატუსს ეხმიანება, რომელიც წერს – როგორ ფიქრობთ პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში, თანამედროვე ჰეროდეში ვინ იგულისხმა?
კვიციანი, ამავდროულად, პატრიარქის საშობაო ეპისტოლესაც აფასებს.
“ბატონო ზვიად, აქ ნაგულისხმევია ყველა და ყველაფერი, მთავარი, მისმა უწმინდესობამ შარშან რამდენიმეჯერ შემოკრა განგაშის ზარები, მაგრამ არ გვეყო ჩვენ ჩაძინებულებს გამოსაღვიძებლად!წლევანდელი შობის ეპისტოლე ცივი შხაპი იქნება ლიბერალებისთვის და ლიბერალების მიერ გაბრუებული ქართველებისთვისაც! ერთი კარგი ლუსტრაციაც მოხდება და ქვეყნის მე 5 ე კოლონაც მთლიანად თუ არა 60%-ით მაინც გაიშიფრება!
მე ერთი დადებითი მხარე დავინახე ახალგაზრდებმა კარგი კომენტარები გააკეთეს ცილისწამებასთან დაკავშირებით, ადრე მახსოვს მათი საუბრები და კომენტარები,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. სიტყვის თავისუფლება არ უნდა ანადგურებდეს ადამიანის უფლებებს! ყველა ადამიანს ააქვს უფლება ტყუილი არ დააბრალონ და წერტილი!
ზვიად, ის დროა ცილისწამების მუხლის აღდგენაზე ზრუნვა, ოღონდ გამკაცრებულ ვარიანტში დავიწყოთ მე და შენ, სამი წელია ამაზე ვსაუბრობთ ყველა საშუალებით, მაგრამ ვერ მივაწვდინეთ ხელისუფალთ ხმა! მადლობა ჩვენს უწმინდესს თავისი საამური ხმით,მგონი შეასმინა ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ქართველთა მომაკვდინებელი იარაღია მოწინააღმდეგის ხელში! არ ვიცი სხვისი, მაგრამ ამ ეპისტოლეს შემდეგ პირველად ვარ შობას ბედნიერი, იმდენი რამ საჭირო მოვისმინე. დიდება ღმერთს და დიდება თავისუფალ სამართლიან ჩვენს სამშობლოს!!! მადლობა ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს”, – წერს პარლამენტის წევრი სოციალურ ქსელში.

