ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მმართველი გუნდის სემინარზე არავის მივუწვევივარ” – გედევან ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ, სასტუმრო „ამბასადორში“ მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ კაჭრეთში ჩვეულებრივი სემინარია, რომელზეც ის არავის მიუწვევია და არც გონია, რომ მისი იქ ყოფნა აქტუალური იყოს.

„მე ვიცი, რომ იქ არის სამუშაო სემინარი, არანაირი განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა ამას არ აქვს. ჩვეულებრივი სემინარია, რომელზეც მე არავის მივუწვევივარ და არც მგონია, რომ ჩემი იქ ყოფნა აქტუალური იყოს. არ მგონია, რომ ეს სემინარი იყოს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი. მე არ ვიცი რა შემადგენლობით იმყოფებიან კაჭრეთში და არ მგონია, რომ მაინცდამაინც პოლიტიკურ საკითხებთან იყოს დაკავშირებული. სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველას გვაქვს ჩვენი აზრი, ამიტომ მოვხვდებით სემინარზე, თუ არა, ეს არ არის რაიმეს განმსაზღვრელი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ კაჭრეთში, სასტუმრო ,,ამბასადორში“ მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. არჩევნების შემდეგ, ეს პირველი მასშტაბური შეხვედრაა, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, ერთობლივად განიხილავენ სამომავლო გეგმებს და იმ პრობლემებს , რომელთა გადაჭრა მოკლე ვადებში აუცილებელია.

იტვირთბა....