ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავის ბაგა-ბაღებში, ვირუსების გამო, თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული

ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა – ბაღების გაერთიანება“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე იუწყება, რომ 15 იანვრამდე რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრება გამოცხადებული.

„იანვრის თვეში თავისუფალი დასწრების გაგრძელების საკითხი დამოკიდებულია ვირუსების გავრცელების დინამიკაზე. დამატებით ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად მოგაწვდით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გრიპის ვირუსის გამო, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კვლავ კარანტინია გამოცხადებული, ბავშვთა საავადმყოფოში კი, მნახველთა შესვლა შეზღუდულია.

იტვირთბა....