ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბატონო ბიძინა, გთხოვთ ნუ გააწბილებთ ქართველ ხალხს” – გედევან ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს მიმართა და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ქართველ ხალხს იმედები არ უნდა გაუცრუოს, რომელსაც არ უნდა ჩინჩალაძე და სააკაშვილის მოსამართლეები

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა უნდა იზრუნოს, რომ ქართველ ხალხთან იყოს პირნათელი.

„ვთხოვ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ნუ გააწბილებს ქართველ ხალხს, რომელსაც არ უნდა ჩინჩალაძე და სააკაშვილის მოსამართლეები. მე და ბატონი ბიძინა როგორ ვიქნებით ერთმანეთთან პირნათელი, მაგაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ იმაზე, თუ როგორ ვიქნებით პირნათელი ხალხთან. ამ ხალს მეორე ტურის წინ დავუჩოქეთ, რომ ნუ გაგვწირავთ, უკეთესები გავხდებითო, გავხდეთ უკეთესები“, – განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს.

იტვირთბა....