ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

“გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ხერგიანის, სარაჯიშვილისა და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ცისარტყელას, ჭიჭინაძის, ტრაქტორის, ბენდელიანისა და ხრესილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის, კოსტავასა და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

იტვირთბა....