რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
დაშავებულ ახალგაზრდას ჭრილობა ბარძაყის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

