ხონში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა. ჯერჯეროით უცნობია გამომწვევი მიზეზები. ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ხვალიდან ხონში ახალ ნაძვისხეს დადგამენ.
“დაახლოებით, დილის 4 საათისთვის ნაძვის ხე იწვოდა, გამოძახებული გვყავდა შესაბამისი სამსახური. ცხადია ნაძვის ხე ანთებული იყო, მაგრამ გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია”, – განმარტავენ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესამსახურში.

