UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაიტმა „ინსტაგრამში“ ფოტო განათავსა, რომელზეც გამოსახულია მამაკაცი MMA-ის მებრძოლის პოლიანა ვიანა მოტას გაძარცვის მცდელობის შემდეგ. დამნაშავე აშკარად ვერ მიხვდა, რომ გოგონა მას არა თუ სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა, არამედ სერიოზულ დაზიანებებს მიაყენებდა მას. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
„მარცხნივ პოლიანაა, UFC-ის ერთ-ერთი მებრძოლი. მარცხნივ კი ბიჭი, რომელმაც მისი გაძარცვა მოინდომა. ეს ძალიან ცუდი იდეა იყო“, – მიაწერა ფოტოს უაიტმა.

