ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

41 წლის ქალი, სავარაუდოდ, ე.წ. ღორის გრიპით გარდაიცვალა

წმ. ლაზარეს კლინიკაში 41 წლის ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. .როგორც “რუსთავი2” წერს, სავარაუდოდ, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი გახდა. მან კლინიკას H1N1-ის ტიპის ვირუსის სიმპტომებით მიაკითხა, თუმცა ორკვირიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.

„მდგომარეობა მაშინ უკვე იყო რთული იყო, როცა გავაკეთეთ რენტგენოლოგიური კვლევა ფილტვების ორმხრივი ანთება ჰქონდა. დაახლოებით 24 საათში ქალბატონი ნესმიწვერიძე გადავიდა მართვით სუნთქვაზე. ყველაფერთან ერთად მას ჰქონდა უნივერსალური სიმსუქნე რამაც შემდგომში განაპირობა მისი თირკმლის უკმარისობის ჩამოყალიბება. გულის უკმარისობის პირველი ხარისხიც დაფიქსირდა ჩვენთან კლინიკაში. სამწუხაროდ ღამის სამ საათზე ქალბატონი დაიღუპა,“-განაცხადა წმ. ლაზარეს კლინიკის კლინიკურმა მენეჯერმა ნანა კვანტალიანმა.

 

იტვირთბა....