“სანამ ირაკლი კობახიძე კაბინეტის წინ დგას და იცავს იმ კაბინეტს, მე დავდგები და დავიცავ იმას, რასაც ვიცავდი 2012 წლამდე და შემდეგაც… ეს არის სამართლიანობის დაცვა… მე ძალიან ბევრ კაბინეტზე მითქვამს უარი… სამართლიანობის დაცვა არის იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერი თანამდებობა. მოდით, გავხსნათ თემა, რადგან თემა გახსნა თავად კობახიძემ. კობახიძის მხრიდან იყო იდეა, რომ სხდომა ჩამეტარებინა პარასკევს, მოსამართლის სიებთან დაკავშირებით. მე, თავის დროზე, ქუჩაში და შემდეგ პოლიტიკაში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ არ არსებობდა მართლმსაჯულება. სხდომის გამართვის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. მე შევხვდი პარლამენტის თავმჯდომარეს და ვუთხარი, რომ ასე არ შეიძლებოდა. ამის შემდეგ მე მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. ჩანს, რომ ის ლობირებს ამ სიას…”
ეკა ბესელია
TV პირველი