უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს ეკლესიამ პოზიცია უკვე გამოხატა და სახელმწიფო პატივს სცემს დედა ეკლესიის გადაწყვეტილებას. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა.
სამების ტაძარში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა მამუკა ბახტაძეს დაუსვეს კითხვა, როდის აღიარებს საქართველო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.
ამასთან, მამუკა ბახტაძემ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა.