ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როკის გვირაბთან ზვავი ჩამოწვა

ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით,ოსეთში ჩამოწოლილი ზვავის გამო, 12 ადამიანი ბლოკირებული აღმოჩნდა.

უწყების ინფორმაციით, დილის 06:00 საათიდან ტრანსკავკასიური მაგისტრალი დახურულია.

„როკის გვირაბის რაიონში ზვავი ჩამოწვა. 5 მანქანა და 12 ადამიანი ბლოკირებული იყო“,- ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით ზვავში ჩარჩენილების მაშველები მივიდნენ, მათ ადამიანების ამოყვანა უვნებლად შეძლეს.

ამჟამად ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

რუსული მედიის ცნობით, საქართველოს სამხედრო გზაზე დიდი ტევადობის მანქანების გადაადგილება აკრძალულია. ამჟამად იქ რუსეთის ტერიტორიიდან გასვლას 92 მანქანა ელოდება. ისინი გადაადგილებას ვერ ახერხებენ

იტვირთბა....