ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი გამოცხადდა

მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი გამოცხადდა. ამ დროისთვის დაწესებულებაში გრიპის ვირუსით 50 ადამიანი მკურნალობს. თუმცა, ლაბორატორიულად არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა H1N1.

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი დავით ლოლაძე აცხადებს, რომ მომართიანობიდან გამომდინარე ვითარება რთულია.

„ძირითადი ასაკობრივი ჯგუფები არის ბავშვები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები. ამ წუთისთვის მწვავე რესპირატორული გამოვლინებები და კლინიკური ნიშნებით კლინიკაში, დაახლოებით, 50-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. კლინიკა იმყოფება კარანტინის მდგომარეობაში, მაქსიმალურად შეზღუდული გვაქვს კლინიკაში გადაადგილება. ვითარება საკმაოდ რთულია მომართვიანობიდანგამომდინარე ანუ მაღალი მომართვიანობაა კლინიკაში, განსაკუთრებით პედიატრიული ასაკის, H1N1 კლინიკაში დადასტურებული არ არის,“ – განაცხადა დავით ლოლაძემ.

იტვირთბა....