ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში საშობაო ალილო გაიმართება

დედაქალაქში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება. შეგროვებული ნობათი კი მოხუცთა თავშესაფრებს, პენიტენციალურ დაწესებულებებსა და ბავშვთა სახლებს გაეგზავნება.

14:00 საათიდან მსვლელობის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან გაივლიან რუსთაველის გამზირს, პუშკინის ქუჩას, ბარათაშვილის აღმართს, ავლაბრის მოედანს, მესხიშვილის, გონაშვილისა და სამრეკლოს ქუჩებს, სადაც ავტომანქანების მოძრაობა აკრძალული იქნება.

იტვირთბა....