6 იანვარს დღის ბოლოდან 8 იანვრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კერძოდ, 6 იანვარს დღის ბოლოდან 8 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.