ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეორე ტურში ხალხს ლამის დავუჩოქეთ და მერე “შევტენეთ” ჩინჩალაძე” – ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ არჩვენბის წინ მთავრობამ ხალხს დაუჩოქა და მერე “შესტენა” ჩინჩალაძე.

მისი თქმით, ეს ყველა მათგანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია.

„არჩევნების მეორე ტურში ჩვენ ხალხს ვთხოვეთ ნდობის ძალიან დიდი მანდატი, ლამის დავუჩოქეთ და ვუთხარით, რომ გვაპატიეთ ხალხო რაც შეგვეშალა, იცოდეთ, რომ ახლა ამ ყველაფერს წერტილი ესმება. ამის მერე ხალხს ჩინჩალაძე და ეს სია შევტენეთ. მგონია, რომ აქ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველასია. გედი ფოფხაძეს გამოიწვევ თუ არ გამოიწვევ, ვის ჩააბარებ იურიდიულ კომიტეტს, ეკა ბესელიასთან როგორ მოიქცევი – ეს კიდევ პოლიტიკური ნიუანსებია, რომელიც მეორე პლანზე შეიძლება იყოს გადასატანი. მთავარი არის ქართული მართმსაჯულება არ ჩაუვარდეთ უღირს ადამიანებს ხელში“, – განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გედევას ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს.

იტვირთბა....