ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ გუშინ , 3 იანვარს, ინგოროყვას კლინიკაში გარდაცვლილ მამაკცს ე.წ. ღორის გრიპი – H1N1-ის ვირუსი ჰქონდა.
ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
ინგოროყვას კლინიკის განმარტებით, პაციენტი მათთან ორი დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა საავადმყოფოში შეყვანისას მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილი 30 წლამდე მამაკაცია და მას ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა.