ბუნებრივი აირით, რუსთავში მცხოვრები 9 ადამიანი მოიწამლა.
ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ორი ფაქტი მესხიშვილისა და ახმეტელის ქუჩებზე დაფიქსირდა.
მესხიშვილის ქუჩაზე ინტოქსიკაცია ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღეს, ახმეტელის ქუჩაზე კი ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა. ორივე შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, გაზით მოწამლულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, ამ დროისათვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შნაგან საქმეთა სამინისტრომ “მეტრონომს განუცხადა, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსსი 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს