ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

“აშშ-ის სამხედრო კონტინგენტმა სირიის დატოვება დაიწყო” – პომპეო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-ის სამხედრო კონტინგენტმა სირიის დატოვება დაიწყო

პომპეოს მოსამსახურეების მიერ ქვეყნის დატოვების გრაფიკის დეტალები არ გაუსაჯაროებია. დიპლომატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სამხედროები ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილს ტოვებენ, სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება აუცილებელია.

ამასთან, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მისაღწევად გარკვეული ზომების მიღებას კვლავ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის შესახებ 2018 წლის 24 დეკემბერს განაცხადა. დონალდ ტრამპმა მაშინ აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების სირიაში ყოფნის მთავარი მიზანი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა იყო. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, რადიკალები დამარცხებულები არიან.

იტვირთბა....