გორში, კლინიკა “გორმედში” 39 წლის ქალი, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. ის 2 იანვარს საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობითა და ცხელებით შეიყვანეს, რის გამოც საჭირო გახდა მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად, შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.
ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი (H1N1) ამას ექსპერტიზა დაადგენს.