ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა ბეტონის მოსაცდელს შეეჯახა, შედეგად მანქანაში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.