„მურუსიძის გამწესება იყო სასამართლო სისტემის პრეროგატივა, იუსტიციის საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. სასამართლო სისტემაში არის ფუნდამენტური პროგრესი და გარკვეული ძალები, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, ეს ფუნდამენტური ცვლილებები გადაფარონ მუდმივი სპეკულირებით, სახელებითა და გვარებით. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. დღეს არ მინდა გამოვიდე არც ადვოკატად და არც პროკურორად, ეს ვერ იქნება დღეს ჩემი ფუნქცია. ვსაუბრობ როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი. რაც შეეხება მურუსიძეს, მოხდა მისი დემონიზაცია, ეს გაკეთდა პირველ რიგში პოლიტიკური ოპონენტების მიერ. 2013 წელს მურუსიძე დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ისე, რომ არავის გაუგია ამის შესახებ. ერთი წელი ისე გავიდა არც ნაცმოძრაობას, არც არასამთავრობოებს, არც „რუსთავი 2“-ს, არცერთს არაფერი უთქვამთ, როცა მოხდა მისი დაწინაურება. როგორც კი პოლიტიკურმა ოპონენტებმა დაინახეს, რომ მურუსიძე გახდა დამოუკიდებელი, მაშინვე დაიწყო პოლიტიკური შეტევა მის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
იტვირთბა....

