ახალი ამბები მთავარი ციტატა

მაგრად ვცემ – მეუფე იაკობი ბიზნესმენს ემუქრება

მეუფე იაკობის განცხადებით, ერთ-ერთი ბიზნესმენი იყო მისული პატრიარქთან და გადადგომისკენ მოუწოდა.

„მე ვფიქრობ, არის ერთი ადამიანი, ბიზნესმენი, რომელიც უწმინდესთან მერე მიბრძანდა, ადრე ვთქვი, იმასაც ვიტყვი-მეთქი რომელი ბიზნესმენია. მან უთხრა- დაისვენეთ, თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ნუ იქნებით, ის იქნებაო, კონკრეტულ პიროვნებაზე უთხრა. მე ვფიქრობ, ძალიან დიდი ფულიც აქვს გადახდილი, არავის არ ვაპატიებ მაგას. მაშინ რომ ვიყავი კვირიკაშვილთან და იმათთან, ზუსტად ეს ვუთხარი, არავის არ ვაპატიებ ამას-მეთქი. უწმინდესი სანამ არ მომცემს ნებას, რომ ვცემო, მაგრად ვცემო, მთელი ერის წინაშე ცუდ დღეში ჩავაგდებ იმას“- განაცხადა მეუფე იაკობმა “ტვ პირველთან” საუბრისას.

იტვირთბა....