“რაც შეეხება ბატონ ლევან მურუსიძის გამუდმივებას, სრულიად სწორად ბრძანა, რომ არც მანამდე მომწონდა მისი მოსამართლეობა და მით უმეტეს, არ მომწონს მისი გამუდმივება, თუ ვინმე მეკითხება ჩემს სუბიექტურ, მოქალაქისა და მინისტრის აზრს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ლევან მურუსიძე გუშინ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს. მისი განცხადებით არასდროს ქონია კარგი ურთიერთობა იუსტიციის მინისტრთან, მაგრამ ამის მიზეზი არ იცის.

