ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჭიჭინაძე: კობახიძეს და მის თანაგუნდელებს სიტყვა გუნდის ხსენებაზე, ალბათ ფრინველთა გუნდი წარმოუდგენიათ

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ერთიანობა აღარ არსებობს.

ჭიჭინაძის თქმით, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე გუნდზე ლაპარაკობს, ის ალბათ ჩიტების გუნდს გულისხმობს.

„კობახიძე და მისი პორტირებული გუნდი ესაა, ალბათ, ყველაზე დიდი ბოროტება ამ პარლამენტში. საერთოდ როგორ მოხვდნენ და რატომ მოხვდნენ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. როდესაც ეს ადამიანები სიტყვა გუნდს ახსენებენ, ალბათ მათ ფრინველთა გუნდი წარმოუდგენიათ, თორემ ადამიანების გუნდს ისინი ნამდვილად აღარ განეკუთვნებიან. უბრალოდ არ იციან, რომ პოლიტიკა არ არის მარტო თანამდებობები, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. ხალხს ისინი აშკარად სცილდებიან ყოველდღე და მე ვფიქრობ, თუ ასე გააგრძელებენ, საკმაოდ ცუდად დაამთავრებენ. საკონსტიტუციო უმრავლესობაზე აქ საუბარი აღარაა, საკონსტიტუციო უმრავლესობა ნამდვილად არ იქნება, არც არავის არ სჭირდება, როგორც ვხედავთ, და შესაბამისად, ვთვლი, რომ საერთოდ შეიძლება პარლამენტი აღარ იყოს. ისეთი დაპირისპირება, რაც დღეს არსებობს, იმიტომ რომ მოსამართლეები ესაა მართლა წყალგამყოფი.

ეკა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომამ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ ორად გაიყო.”, – განაცხადა ჭიჭინაძემ

შეგახსენებთ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თანამდებობიდან გუშინ გადადგა, პოსტი დატოვა მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმაც.

იტვირთბა....