იტალიური მედიის ინფორმაციით ქართველმა პატიმარმა, ქალაქ პიზის ციხეში ბადრაგს სცემა. ინციდენტი პატიმრის საკნიდან გამოყვანის დროს მოხდა.
ციხის ბადრაგი პატიმრის სხვა ადგილას გადაყვანას ცდილობდა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქემ ერთ-ერთ მათგანს თავში ჩაარტყა.
ინციდენტის შემდეგ ციხის თანამშრომელს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იტალიური მედია წერს, რომ საქართველოს მოქალაქე ციხის თანამშრომლების მიმართ აგრესიულად წარსულშიც მოქმედებდა.
ინციდენტის შემდეგ პენიტენციური პოლიციის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ლეო ბენედუჩიმთქვა, რომ იტალიის ციხეების თანამშრომლებზე თავდასხმები ხშირად ხდება, რადგან შესაბამისი წესების არარსებობის გამო, პატიმრები აღნიშნული ქმედებისთვის არ ისჯებიან.