ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა საზოგადოებას, წმინდა სინოდის გადაწყვეტილება გააცნო, იმის შესახებ, რომ 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა
„კრებამ მოისმინა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის მოხსენება, სამოციქულო მსახურების შესახებ საქართველოს ისტორიაში: რა არის გაკეთებული წარსულში და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ანდრია პირველწოდებულის ქადაგებით განათლებული, უფლის მადლითა და სიბრძნით. კრებამ განაჩინა, 12 მაისი დადგინდეს საქართველოს ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეთ და გამოცხადდეს იგი ეროვნულ დღესასწაულად“, – აღნიშნულია წმინდა სინოდის მიერ მიღებულ განჩინებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სწმინდა სინოდის შეხვედრა გაიმართა.