ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლევან გოგიჩაიშვილი: იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის მიზეზები განმარტა და ეს ძალიან დასაფასებელია.

“ყველას კარგად გვესმის ფასი, ეს არის ზუსტად ის, რომ გუშინდელი სია პარლამენტში ჩავარდა, რომელსაც ფიქრობდნენ რომ გავიდოდა ხვალ. ეს ადამიანები ხალხს მოსტაცებდნენ მომავალს. ის განცხადებაც, რომ პარლამენტმა გადადო საკითხი მოდიოდა იურიდიული კომიტეტიდან. ეს იყო ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება. ჩვენ ალბათ დღეს ავირჩევთ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს. მთავარია, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ხვალ რომ გასულიყო ჩინჩალაძის კანდიდატურა, მხარს დაუჭერდა”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა. პოსტს ტოვებს მისი მოადგილე, ვანო ზარდიაშვილიც.

იტვირთბა....