ათენის ცენტრში მდებარე ეკლესიასთან აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ბომბს მიუახლოვდა. პოლიციელი უკვე ჰოსპიტალიზირებულია.
აფეთქება ადგილობრივი დროით 07:10 საათზე მოხდა.
გარდა პოლიციელისა, ასევე დაშავებულია ეკლესიის დარაჯი, რომელმაც საეჭვო საგანი დაინახა და პოლიცია გამოიძახა. როგორც კი პოლიციელი აღნიშნულ საგანს მიუახლოვდა, აფეთქება მოხდა.
ბომბი ეკლესიის შესასვლელთან რკინის ყუთში იყო მოთავსებული.