ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეუფე პეტრე: რაც ხელისუფლებამ ე.წ. ციანიდის საქმეზე ჩაიდინა, უნდა დაიგმოს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის,  მეუფე პეტრეს განცხადებით, უნდა დაგმოს, რაც ხელისუფლებამ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა .

როგორც მიტროპოლიტმა წმინდა სინოდის სხდომაზე შესვლამდე თქვა, ე.წ. ციანიდის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულა.

“მე ვფიქრობ, სასამართლოს სამივე ინსტანციის შემდეგ ე.წ. ციანიდის საქმეზე უნდა მოხდეს უსამართლობის მხილება და ცინიზმი საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოსი, რომელმაც სამარცხვინო განაჩენი გამოიტანა და ფაქტობრივად, მართლმსაჯულება არ აღსრულებულა ამ საქმესთან დაკავშირებით. უნდა მოხდეს მხილება ყოფილი თუ მოქმედი პირველი პირების უპასუხისმგებლობის, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ე.წ. ციანიდის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გააკეთეს განცხადებები და ვფიქრობ, უნდა ამხილონ ეს უსჯულოება და ბოროტება და დაიგმოს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

იტვირთბა....