ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბესელიას ლომის წილი მიუძღვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩავარდნაში”

იურიდიულ კომიტეტში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს ლევან გოგიჩაიშვილი.

როგორც ჟურნალისტებს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე საუბარი მას შემდეგ შეიძლება, თუ საკადრო ცვლილებები განხორციელდება.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა, ეს არის იურიდიული კომიტეტის დიდი დამსახურება. კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ლომის წილი მიუძღვის. ყველანი ვთანხმდებით, რომ კრიტერიუმები საჭიროა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობები შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა დატოვონ. არსებული ინფორმაციით, პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს ვანო ზარდიაშვილს. ცვლილებები შესაძლოა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსაც უკავშირდებოდეს.

იტვირთბა....