სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს.
მანამდე ჩოგოვაძეს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოსტს, თუმცა მისი შერჩევა კონკურსის შედეგად მოხდება, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო გამოაცხადებს.
ტურიზმის ადმინისტრაციამდე გიორგი ჩოგოვაძეს საპასუხისმგებლო პოზიციები ეკავა საქართველოს ავიაბაზარზე მომუშავე ავიაკომპანიებში.