პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, სახელმწიფო სტრუქტურებში თანამშორმელთა 30%-ის შემცირება შესაძლებელია.
როგორც კაკულიამ გადაცემაში “საქმის კურსი” აღნიშნა, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა 30% შესაძლებელია შემცირდეს.
“სახელმწიფო სტრუქტურა და აპარატი რომ არ არის ეფექტური, ამ საკითხზე მე ჩემი ხედვა მაქვს. ვფიქრობ, რომ ადამიანების 30% შესაძლებელია სახელმწიფო სამსახურებში შემცირდეს, ოღონდ ისე კი არა, რომ 2 თვეში გავყაროთ. ჩვენ ამ ფულს მაინც ვიხდით და ჩემი აზრით, წელწადნახევრიანი მაინც უნდა იყოს კომპენსაციების ვადა, როდესაც ამ ადამიანებს გაუშვებ და პარალელურად აამუშავებ დასაქმების სხვადასხვა მექანიზმს. ამ წელიწადნახევარში, მაინც ვიხდით ამ ფულს და ყველა ინსტიტუციამ იცის, რომ მასში არსებული მოხელეების 30% რომ არ იყოს, ქვეყანა არ დაიქცევა. დარჩენილ 70%-ს თუ ეცოდინება, რომ წელიწადნახევრის შემდეგ ის გაორმაგებულ ხელფასს მიიღებს, ასეთ შემთხვევაში შევქმნით ჩვენ კვალიფიკაციას”-განაცხადა კაკულიამ გადაცემაში.