ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თბილისსში ტაქსებისთვის გამოყოფილ უფასო საპარკინგე ადგილებზე ხშირად სხვა ავტომობილებია გაჩერებული” – კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ქალაქში გამოყოფილია კონკრეტული  საპარკინგე ადგილები, რომელიც უფასოა ტაქსებისთვის და ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ამ ადგილებზე გაჩერებულია სხვა ავტომობილები

კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებს მონიტორინგის გამკაცრებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ნებისმიერ რეფორმას ეკარგება ფასი, თუ იგი კარგად არ აღსრულდა.

„ეს დასარეგულირებელია. რაღაც გადაწყვეტილებას რომ ვიღებთ, ის თუ აღსრულებაში კარგად არ განვახორციელეთ, მაშინ იმ რეფორმას საერთოდ დაკარგული აქვს ფასი. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება მაქსიმალური კომუნიკაცია საპატრულო პოლიციასთან, კამერებით აღჭურვა, თუ ჯარიმებია გასაზრდელი, გავზარდოთ ჯარიმები, რათა ქალაქში იყოს წესრიგი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ეს გაცხადება თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

იტვირთბა....