ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დღეს, თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრიდან ერთი წლის თავზე აქცია გაიმართება

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრიდან ერთი წლის თავზე დღეს, 26 დეკემბერს, 15 საათზე, საქართველოს პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავენ.

მაჩალიკაშვილი ერთი წლის წინ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა, ის საავადმყფოოში გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა, თუმცა ამ ვერსიას უარყოფს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და სამართლის აღდგენას ითხოვს.

 

იტვირთბა....